საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №350
1999 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
„სასოფლო - სამეურნეო კვლევის, განათლებისა და დანერგვის სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №357 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სასოფლო - სამეურნეო კვლევის, განათლებისა და დანერგვის სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №357 ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილ სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს ცვლილება და შეყვანილ იქნენ:
კახა ქორიძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკის სამსახურის უფროსი
ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
ე. შევარდნაძე