საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №498
1998 წლის 26 აგვისტო
ქ.თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის – ლარის მიმოქცევის მდგომარეობისა და მისი, როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალების, დამკვიდრების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის N 348 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის – ლარის მიმოქცევის მდგომარეობისა და მისი, როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალების, დამკვიდრების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის №348 ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილ სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში:
1. სამთავრობო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ:
ნიკო ლეკიშვილი, ფრიდონ ინჯია, თედო ნინიძე.
2. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
სერგო ესაკია – საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი
ლადო ჭანტურია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
ე. შევარდნაძე