საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №347
1997 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
შინამეურნეობათა კვლევის მონაწილე ოჯახების სტიმულირების შესახებ
სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის მახასიათებელ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდისა და სათანადო ინფორმაციის მომზადებაში შინამეურნეობების კვლევის სისტემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აგრეთვე ამ სისტემაში ინფორმაციის შეუფერხებელი შეგროვების უზრუნველყოფის მიზნით:
1. შინამეურნეობების კვლევის მონაწილე თითოეულ ოჯახს წახალისების მიზნით მიეცეს ხელზე ინფორმაციის მომზადებისათვის გაწეული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად შრომისუნარიანი მამაკაცის საშუალო საარსებო მინიმუმის ერთი პროცენტის ოდენობით.
2. გასაცემი თანხის განსაზღვრას საფუძვლად დაედოს წინა კვარტალის მიხედვით ჩამოყალიბებული შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი.
3. თანხების გაცემა დაიწყოს 1997 წლის მეორე კვარტალიდან.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) 1998 წლისა და მომდევნო წლების სახელმწიფო ბიუჯეტებში გაითვალისწინოს შესაბამისი ხარჯები დაკვირვების სისტემაში მყოფი შინამეურნეობების შრომის ანაზღაურებისათვის.
5. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ბერიძე) უზრუნველყოს შინამეურნეობებზე დაკვირვების სისტემაში მოხვედრილი ოჯახების შრომის ანაზღაურების თანხების დროული და მიზნობრივი გაცემა.
6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 23 სექტემბრის №688 დადგენილება „მუდმივ სტატისტიკურ დაკვირვებას დაქვემდებარებული ოჯახების დამატებითი სტიმულირების შესახებ“.
ე. შევარდნაძე