„თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-31
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.153.016056
„თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 28

2011 წლის 28 მარტი

ქ. მცხეთა

,,თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის  დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ოქტომბრის № 46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე,

 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის  დამტკიცების შესახებ’’  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ოქტომბრის № 46 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილების პრეამბულაში ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ ’’საქართველოს კანონის 194  მუხლის პირველი პუნქტის ნაცვლად მიეთითოს ამავე მუხლის მეორე პუნქტი.

მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   საკრებულოს თავმჯდომარე                       ა. კალანდაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია