სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-01-20
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-08
სარეგისტრაციო კოდი
220060000.05.002.000002
სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №21

2003 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

სახელმწიფოში მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტის, ახალგაზ­რდობასთან მუშაობის, განათლების სფეროების დაფინანსების დამატებით არასაბიუჯეტო სახსრების მოზიდვის, ასევე ლატარიის მონაწილეთათვის მოგების მიღების შესაძლებლობის მიცემის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) საჭირო ღონისძიებანი განახორციელოს ფონდის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით კერძო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ დასაფუძნებლად, რისთვისაც გაითვალისწინოს შემდეგი პირობების დაცვის მიზანშეწონილობა:

ა) სახელმწიფო ლატარიის სათანადო დონეზე მოწყობისათვის, როგორც დამფუძნებელმა, უზრუნველყოს ფონდის მიერ საკონკურსო პირობების შემუშავება, სახელმწიფო ლატარიის სახეების შერჩევა-დამტკიცება, კონკურსის მოწყობა და საკონკურსო საწყისებზე სახელმწიფო ლატარიის განმახორციელებლის – „საქართველოს ეროვნული ლატარიის ოპერატორის“ (იურიდიული პირის, რომელსაც აქვს ლატარიის მოწყობის ლიცენზია და მისი შესაბამის დონეზე მართვის შესაძლებლობები) შერჩევა;

ბ) ფონდზე და მასთან სამართლებრივი ურთიერთობის მქონე ლატარიის ოპერატორთან მოქმედი კანონმდებლობით გათვა­ლისწინებული საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციების გან­ხორციელება;

გ) სახელმწიფო ლატარიის მოწყობის შედეგად მიღებული შემო­სავლების ნაწილის (მიზნობრივი თანხები ლატარიის ამონაგებისა და გაცემული საპრიზო ფონდის სხვაობის 15 პროცენტი) ფონდის მიერ დამ­ტკიცებული მიზნობრივი პროგრამების დასაფინანსებლად გა­მოყენება.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №250 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.485

2. ფონდის დებულებაში გათვალისწინებულ იქნეს სამეთვალ­ყურეო ორგანოს შექმნა, რომელიც წარმოდგენილი იქნება ფინანსთა, კულტურის და განათლების სამინისტროების, სპორტისა და ახალგაზრ­დობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტების ხელმძღვანელებით, კულტურის, სპორტის, ხელოვნებისა და საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №250 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.485

3. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქარ­თველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს თ. ისაკაძეს.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №250 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.485

2. ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 აგვისტოს ბრძანებულება №470 - სსმ III, №106, 09.08.2006 წ., მუხ.1450

 

 

კრებსითი — სრული ვერსია