„საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2377
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-01
სარეგისტრაციო კოდი
040.160.050.05.001.001.304
„საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40(47), 1999 წელი, მუხ.200) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველებსა და ველურ მცენარეებზე საშიში ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება ხორციელდება „საქართველოს „წითელი წიგნისა“ და „წითელი ნუსხის“ შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი         ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2377–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია