საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2374
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-01
სარეგისტრაციო კოდი
390.000.000.05.001.001.303
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ.148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი და იშვიათი, რელიქტური, ენდემური, შეზღუდული გავრცელების არეალის მქონე მცენარეებისა და განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნების გამოვლენა;“.

2. 42-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ და ენდემურ, რელიქტურ და სხვა ძვირფას სახეობებს, აგრეთვე განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებს დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმს აკუთვნებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ კოდექსის 21-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2374-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია