„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
330
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2001-08-17
სარეგისტრაციო კოდი
240140000.05.002.000000
„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №330

2001 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

„პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და  მენეჯმენტის  ცენტრის  შექმნის  შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7  ივნისის  №293  ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულების მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: ბ. შოშიტაიშვილი, ვ. პაპავა, დ. ონოფრიშვილი, მ. უკლება;

ბ) კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ: საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ი. ჩხარტიშვილი, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი ლ. ძნელაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლ. ალექსიშვილი.

2. პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის  ცენტრმა  (ნ.  ადეიშვილი) ცენტრის  დებულების  მოქმედ კანონ­მდე­ბ­­ლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ერთ  თვეში უზრუნ­ველყოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის მომზა­დება და განსახილველად წარმოდგენა.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია