საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №411
1999 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების, სასამართლო კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 19 აპრილის №154 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. „თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების სასამართლო კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 19 აპრილის №154 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 პუნქტში რიცხვი „47“ შეიცვალოს რიცხვით „56“.
ბ) მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტში ციფრი „3“ შეიცვალოს ციფრით „6“.
გ) მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტში ციფრი „6“ შეიცვალოს რიცხვით „12“.
2. საშტატო ერთეულების გაზრდა განხორციელდეს საერთო სასამართლოების შესანახად 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
ე.შევარდნაძე