საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №622
1998 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრილის №282 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრილის №282 ბრძანებულების თანახმად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზების პოლიტიკის სამმართველოს ჩამოყალიბებასთან და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების კომისიის მუდმივ რეჟიმზე მოქმედი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვისათვის:
1. გამოყვანილ იქნენ კომისიის მუდმივ რეჟიმზე მოქმედი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობიდან ამირან გაბისონია და ემზარ ჯგერენაია.
2. შეყვანილ იქნენ კომისიის მუდმივ რეჟიმზე მოქმედი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში:
დიმიტრი აბესაძე - საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
კობა კიკაბიძე - საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის აპარატის უფროსი;
რეზო უბილავა - საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე.
ე. შევარდნაძე