საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №306
1999 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოში თეთრი ნავთობპროდუქტების (საავტომობილო ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი) იმპორტისა და რეალიზაციის მოწესრიგების დროებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №153 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოში თეთრი ნავთობპროდუქტების (საავტომობილო ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი) იმპორტისა და რეალიზაციის მოწესრიგების დროებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №153 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „1999 წლის 1 მაისიდან“.
2. ბრძანებულების მეორე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „1999 წლის 15 მაისიდან“.
3. ბრძანებულების მესამე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „1999 წლის 15 ივნისიდან“.
4. ბრძანებულების მეოთხე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „1999 წლის 30 აპრილამდე“.
5. ბრძანებულების მეექვსე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „დაამტკიცოს მიმდინარე წლის 25 აპრილამდე“.
6. ბრძანებულების მერვე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „1999 წლის 15 მაისიდან“.
7. ბრძანებულების მეათე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „1999 წლის 30 აპრილამდე“.
8. ბრძანებულების მეთერთმეტე პუნქტი გადაინომროს მეთორმეტე პუნქტად.
9. ბრძანებულებას დაემატოს მეთერთმეტე პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბრძანებულება ამოქმედდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ „საქართველოში თეთრ ნავთობპროდუქტებზე ლოტების გაცემისა და საგანგებო ანგარიშ-ფაქტურების რეჟიმის შესახებ“ წესის მიღების შემდეგ.
ე. შევარდნაძე