საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2000-02-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №22

2000 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების – მოსწავლე-ახალგაზრდობის ისტორიის მუზეუმის ბაზაზე საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრის შექმნის გამო:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 აპრილის №255 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში და მე-7 თავის 33-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრი“.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) შეიტანოს შესაბამისი ცვლილება საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის  კანონის პროექტში.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია