საქართველოს მთავრობის
დადგენილება №25
2004 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოსა და უკრაინას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. შეიქმნას საქართველოსა და უკრაინას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ჟვანია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში
ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ირაკლი რეხვიაშვილი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
თამარ სულუხია – საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრი
დავით შერვაშიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია-საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №233-სსმIII,№174,05.12.2008წ.,მუხ.1776