საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №191
2002 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველო-საბერძნეთის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 11 მარტის №90 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველო-საბერძნეთის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 11 მარტის №90 ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილ საქართველო-საბერძნეთის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: ივანე ჩხარტიშვილი, ნათელა თურნავა.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ: აკაკი ზოიძე – სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; ვაჟა კაპანაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე.
ე. შევარდნაძე