„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2365
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2003-06-24
სარეგისტრაციო კოდი
400.000.000.05.001.001.300
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ.123) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ზღვის გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვას და გენოფონდის რეზერვატების შექმნისა და ფუნქციონირების დაფინანსებას;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2365–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია