„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
98
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-03-05
გამოქვეყნების თარიღი
2002-03-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №98

2002 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4  აგვისტოს №350 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავად­მყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქარ­თველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანე­ბულებით დამტკიცებულ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: მერაბ გაბუნია, ამირან გამყრელიძე, აკაკი ზოიძე, მარიამ ცაცანაშვილი.

2. საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:

მარინა ღუდუშაური – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირვე­ლი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე

ზურაბ ეზუგბაია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოად­გილე

გენო მალაზონია – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე

ვასილ ჭეიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოად­­გილე.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია