საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №412
1999 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №210 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 1999 წლის 3 თებერვლის კანონის პირველი მუხლის და „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 3 თებერვლის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №210 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების სათაურსა და ტექსტში სიტყვები „ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა“ შეიცვალოს სიტყვებით „სავალდებულო დაზღვევის“.
2. ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული ფონდის საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ ემზარ საბანაძე და გურამ ტატუნაშვილი.
3. ფონდის საბჭოს შემადგენლობაში დამატებით შეყვანილ იქნენ:
როლანდ ლიპარტელიანი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ომეხ დარჯანია – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე;
ჯუმბერ სურმავა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დეპარტამენტის თავმჯდომარე.
4. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების პირველ მუხლს:
ა) სიტყვების „რომელიც შექმნილია“ შემდეგ დაემატოს „ა“ ქვეპუნქტი:
„ა) სავალდებულო ფორმით განხორციელებული დაზღვევის სახეობების დამარეგულირებელი საკანონმდებლო აქტებით სავალდებულო დაზღვევის ფონდისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით“;
ბ) შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილი ჩაითვალოს „ბ“ ქვეპუნქტად.
5. მე-2 მუხლს სიტყვების „საქართველოს კანონებით“ წინ დაემატოს სიტყვები: „აგრეთვე, სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“.
6. მე-8 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ფონდის სახსრების იმ ნაწილით, რომელიც ფორმირებულია „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული შენატანებით, ფონდის სპეციფიკის გათვალისწინებით, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაწესებული სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების ჩამოყალიბება, განთავსება და ინვესტირება“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტში სიტყვები „არა უგვიანეს 7 დღისა“ შეიცვალოს სიტყვებით „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვადის დაცვით“;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) სავალდებულო დაზღვევის ცალკეული სახეობების მიხედვით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება“.
7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ფონდის სახსრები იქმნება:
ა) „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით, კერძოდ, სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში მონაწილე მზღვეველი ვალდებულია ფონდში შეიტანოს მთლიანი სადაზღვევო პრემიის 10 პროცენტი თითოეულ დაზღვეულზე. შენატანები ხორციელდება სამ თვეში ერთხელ;
ბ) „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული წესით. კერძოდ, ყველა მზღვეველი, რომელიც მონაწილეობს სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევაში, ვალდებულია გადარიცხოს დაზღვევის ამ სახეობაში მოზიდული სრული პრემიის 5 პროცენტი. შენატანები ხორციელდება სამ თვეში ერთხელ“.
8. მე-12 მუხლს სიტყვების „ფონდის სახსრებზე“ წინ დაემატოს სიტყვები „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული შენატანებით ფორმირებულ“.
9. მე-13 მუხლში სიტყვები „11 წევრისაგან“ შეიცვალოს სიტყვით „წევრებისაგან“.
10. მე-20 მუხლში სიტყვები „2 მოადგილე“ შეიცვალოს სიტყვით „მოადგილეები“.
11. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი სიტყვები: „აგრეთვე დაფინანსებული პრევენტული ღონისძიებების ჩამონათვალი“.
ე. შევარდნაძე