საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2362
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-01
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.299
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997წლის 24 ივლისი, გვ.9) 194-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობებით სარგებლობის გადასახადი გადაიხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში: პათოლოგიური დაავადებების შედეგად გამხმარი, დიდთოვლიანობისა და ქარისაგან მოთხრილი ხეების რეალიზაციისა და მაგისტრალური გზების, ელექტროგადამცემი ხაზების, მილსადენების, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობისას ჩატარებული ჭრების დროს. ასევე, ამ სახეობებით სარგებლობის გადასახადი გამოიყენება უკანონო ჭრების შედეგად მიყენებული ზიანის (ზარალის) დაანგარიშებისათვის.“;

ბ) მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობებით სარგებლობის გადასახადი გამოიყენება რესურსის უკანონო მოპოვების შედეგად მიყენებული ზიანის (ზარალის) დაანგარიშებისათვის;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2362–IIს

კრებსითი — სრული ვერსია