„საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
383
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-08-19
გამოქვეყნების თარიღი
2002-08-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №383

2002 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 მაისის №204 ბრძანე­ბულებით დამტკიცებული „სამთავრობო კომისიების შექმნის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად დაინიშნოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის თავმჯდო­მარის მოადგილედ.

2. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულებაში და ბრძანებულებით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში თამარ ბერუჩაშვილის თანამდე­ბობ­რივ დასახელებაში სიტყვების „კოორდინატორი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კომისიის თავმჯდომარის მოადგილე“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია