„საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
277
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-06-07
გამოქვეყნების თარიღი
2002-06-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №277

2002 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გათვალისწინებით „საქარ­თველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომ­ლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებუ­ლების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს ზურაბ ნოღაიდელი;

ბ) კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს მირიან გოგი­აშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია