„საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
373
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-09-16
გამოქვეყნების თარიღი
2001-09-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №373

2001 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების  ხელშეწყობის თაობაზე“  საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გათვალისწინებით „საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №17 ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს კახა გოგოლაშვილი და კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ  იქნეს პაატა კალანდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის მდივანი;

ბ) კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს ჯონი ხეცურიანი და კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

 ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია