საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №185
2002 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. VI თავის მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ ქვეპუნქტი:
„ბ) სხვა შემოსავლები, რომლებიც კანონით არ არის აკრძალული“.
2. VII თავის მე-17 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სტანდარტების მთავარი საინფორმაციო ცენტრი“.
3. VII თავის 22-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა: „ქ.თბილისი“.
4. VII თავის 24-ე მუხლში სიტყვები: „მთავარი საინფორმაციო ცენტრის“ შეიცვალოს სიტყვებით: „სტანდარტების მთავარი საინფორმაციო ცენტრის“ და შემდგომ როგორც ტექსტშია. ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საქსტანდარტის ქვედანაყოფების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგების ანალიზი, საინფორმაციო მომსახურება“.
ე. შევარდნაძე