,,საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
400
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2001-10-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №400

2001 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის № 179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებანი:

1. VII თავის მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ლ) ქვეპუნქტი:

,,ლ) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური”.

2. VII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი:

,,241 . პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის ფუნქციებია: კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შესრულების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებათა პროექტებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებისაგან შემოსულ კანონპროექტებზე დასკვნების მომზადების ორგანიზება, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტებისათვის ინფორმაციის მომზადება დარგში საკანონმდებლო ბაზისა და პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესრულების მდგომარეობის შესახებ, პარლამენტიდან შემოსულ პეტიციებზე საჩივრებისა და განცხადებებზე რეაგირების კონტროლი”.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია