საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №483
1999 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. VII თავის მე-17 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მთავარი სამმართველო“.
2. VII თავის 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს ფუნქციებია პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრა, დაგეგმვა, სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა:
ა) სტანდარტების მოთხოვნების დაცვისადმი;
ბ) გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის წესების დაცვისადმი;
გ) სავალდებულო სერტიფიკაციის წესების დაცვისადმი;
დ) სამუშაოთა ანალიზისა და ინფორმაციისადმი“.
3. VII თავის 23-ე მუხლში „საქსტანდარტის“ ტერიტორიული ორგანოების ჩამონათვალს დაემატოს „ქ.თბილისი“.
ე. შევარდნაძე