„ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №210 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-06-30
გამოქვეყნების თარიღი
1999-07-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №210 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №412

1999 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №210 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 1999 წლის 3 თებერვლის კანონის პირველი მუხლის და „სავალდებულო ხანძარსა­წინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 3 თებერვლის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად  „ავტომოტო­ტრანს­პორტით დაზარალებულთა ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №210 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების სათაურსა და ტექსტში სიტყვები „ავტომოტო­ტრანსპორტით დაზარალებულთა“ შეიცვალოს სიტყვებით „სავალდებულო დაზღვევის“.

2. ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული ფონდის საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ ემზარ საბანაძე და გურამ ტატუნაშვილი.

3. ფონდის საბჭოს შემადგენლობაში დამატებით შეყვა­ნილ იქნენ:

როლანდ ლიპარტელიანი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ომეხ დარჯანია – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე;

ჯუმბერ სურმავა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

4. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების პირველ მუხლს:

ა) სიტყვების  „რომელიც შექმნილია“ შემდეგ დაემატოს  „ა“ ქვეპუნქტი:

„ა) სავალდებულო ფორმით განხორციელებული დაზღვევის სახეობების დამარეგულირებელი საკანონმდებლო აქტებით სავალდე­ბულო დაზღვევის ფონდისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით“;

ბ) შესაბამისად, ამ მუხლის მე-2  ნაწილი ჩაითვალოს „ბ“ ქვეპუნქტად.

5. მე-2 მუხლს სიტყვების „საქართველოს კანონებით“ წინ დაემატოს სიტყვები: „აგრეთვე, სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“.

6. მე-8 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ფონდის სახსრების იმ ნაწილით, რომელიც ფორმირებულია „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებ­ლო­ბის  სავალდებულო  დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე­­­ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული შენატანებით, ფონდის სპეციფიკის გათვალისწინებით, დაზღვევის სახელმწიფო ზედამ­­­ხედველობის სამსახურის მიერ დაწესებული სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების ჩამოყალიბება, განთავსება და ინვესტირება“;

ბ) „დ“  ქვეპუნქტში  სიტყვები „არა უგვიანეს 7 დღისა“ შეიცვალოს სიტ­­ყვე­­ბით „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუ­ხის­მგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვადის დაცვით“;

გ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სავალდებულო დაზღვევის ცალკეული სახეობების მიხედვით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება“.

7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ფონდის სახსრები იქმნება:

ა) „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხის­მგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს  კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით, კერძოდ, სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში მონაწილე მზღვეველი ვალდებულია ფონდში შეიტანოს მთლიანი სადაზღვევო პრემიის 10 პროცენტი  თითოეულ დაზღვეულზე. შენატანები ხორცი­ელდება სამ თვეში ერთხელ;

ბ) „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული წესით. კერძოდ,  ყველა მზღვეველი, რომელიც მონაწილეობს სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევაში, ვალდებულია გადარიცხოს დაზღვევის ამ სახეობაში მოზიდული სრული პრემიის 5 პროცენტი. შენატანები ხორციელდება სამ თვეში ერთხელ“.

8. მე-12 მუხლს სიტყვების „ფონდის სახსრებზე“ წინ დაემატოს სიტყვები „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქა­ლაქო პასუ­ხის­მგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განხორ­ციელებული შენატანებით ფორმირებულ“.

9. მე-13 მუხლში სიტყვები „11 წევრისაგან“ შეიცვალოს სიტყვით „წევრებისაგან“.

10. მე-20 მუხლში სიტყვები „2 მოადგილე“ შეიცვალოს სიტყვით „მოადგილეები“.

11. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი სიტყვები: „აგრეთვე დაფინანსებული პრევენტული ღონისძიებების ჩამონათვალი“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია