საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №113
1999 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 მარტის №199 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 მარტის №199 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილ საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შემადგენლობაში დამატებით შეყვანილ იქნენ:
ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
ლევან ბერძენიშვილი – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი
იზა ორჯონიკიძე – გ.ლეონიძის სახელობის ლიტერატურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი.
2. საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: მერაბ ბოჭოიძე, ბადრი შოშიტაიშვილი.
ე. შევარდნაძე