იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
44
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-25
სარეგისტრაციო კოდი
070010110.22.027.016115
იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №44

2011 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

 „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში (სსმ 31/01/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების და წესის (დანართი №1) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საგარანტიო თანხის ოდენობას (რომელიც არის ქონების საწყისი ფასის ერთი მეათედი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონების საწყისი ფასის ერთი მეათედი 100 ლარზე ნაკლებია;“.

2. ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების პროცედურების (დანართი №2) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგარანტიო თანხის გადახდა სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონების საწყისი ფასის ერთი მეათედი 100 ლარზე ნაკლებია.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია