საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №161
2011 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
�საჯარო სამართლის იურიდიული პირის � �მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის� ლიკვიდაციის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 თებერვლის №48 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, �საჯარო სამართლის იურიდიული პირის � �მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის� ლიკვიდაციის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 თებერვლის №48 ბრძანებულებას (სსმ, 03.02.2011 წელი) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,21� პუნქტი:
�21. ლიკვიდაციის დასრულებამდე ცენტრმა კანონმდებლობით დადგენილი წესით გააგრძელოს შემდეგი პროექტების განხორციელება:
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ხიდის რეაბილიტაცია;
ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში ახალი ხიდის მშენებლობა;
გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა.�.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი