საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №552
2000 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №281 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №281 ბრძანებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-8 პუნქტში სიტყვები „132 საშტატო ერთეულით“ შეიცვალოს სიტყვებით: „136 საშტატო ერთეულით“;
ბ) მე-9 პუნქტში სიტყვები „290 საშტატო ერთეულით“ შეიცვალოს სიტყვებით „370 საშტატო ერთეულით“;
გ) მე-10 პუნქტში სიტყვები „49 საშტატო ერთეულით“ შეიცვალოს სიტყვებით „73 საშტატო ერთეულით“.
2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებები განხორციელდეს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსათვის დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში.
ე. შევარდნაძე