„საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-01-12
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-13
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.385
„საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №2

2006 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად “საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №29, მუხ. 272) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩა­მოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ენერგეტიკის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცე­ლარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი ევროპულ და ევროატლანტი­კურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომა­რის მოადგილე

ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინის­ტრი

ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს ნავთობის საერთა­შორისო კორპორაციის გენერალუ­რი დირექტორი

გია თავაძე – საქართველოს ენერგეტიკის მარე­გულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

დავით ინგოროყვა – საქართველოს გაზის საერთაშორი­სო კორპორაციის თავმჯდომარე

ანდრია კოტეტიშვილი – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სა­ხელმწიფო სააგენტოს უფროსი

ნიკოლოზ ნათბილაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ივანე ნაკაიძე – საქნავთობის სამეთვალყურეო საბ­ჭოს თავმჯდომარე

დავით ნატროშვილი – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენ­ტოს თავმჯდომარე

გია ქავთარაძე – საქართველოს იუსტიციის მინის­ტრი

დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინის­ტრის პირველი მოადგილე

ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ზვიად ხარებავა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინის­ტრის პირველი მოადგილე.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია