სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემდგომის სრულყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
278
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2000-06-29
გამოქვეყნების თარიღი
2000-07-05
სარეგისტრაციო კოდი
470230000.05.002.000001
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემდგომის სრულყოფის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №278

2000 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემდგომის სრულყოფის შესახებ

სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროების ინსტიტუციონალური მოწყობის სრულყოფის მიზნით:

1. სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტა დაევალოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

2. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) უზრუნველყოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროების ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების ორგანიზება სამინისტროს ტერიტორიულ, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქ. თბილისის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ორგანოებთან.

3. „სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სისტემის რეფორმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ოქტომბრის №583 ბრძანებულების პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ინვალიდობის განსაზღვრისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სხვა საკითხების განხილვა-გადაწყვეტის“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია