გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დადდენილებაში ცვილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-24
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.161.016039
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დადდენილებაში ცვილებების შეტანის თაობაზე

   გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №16

2011 წლის 22 მარტი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

  შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებაში, და მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7.

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განმსაზღვრელი ტერიტორიული კოფიციენტი:

ა) ცენტრალური ზონისათვის – 1.2

ბ) შუალედური ზონისათვის – 1.0

გ) პერიფერიული ზონისათვის – 0.8

დ) სოფლებისათვის – 0.5

ე) დასახლებათაშორის არეალებისათვის – 0.5.

2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახადის განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს:

ა) ცენტრალური ზონისთვის – 1.2X0.24=0.288

ბ) შუალედური ზონისათვის – 1.0X0.24=0,24

გ) პერიფერიული ზონისთვის – 0.8X0.24=0,192

დ) სოფლებისათვის – 0.5X0.24=0.12

ე) დასახლებათაშორის არეალებისათვის – 0.5X0.24=0.12.”.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 3

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                      გ. ფეიქრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია