,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
40/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-24
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016079
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №40/ნ

2011 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,    

ვბრძანებ:

 მუხლი 1. შევიდეს ცვლილებები ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III,26.09.2005, №112, მუხ. 1233) დამტკიცებულ:

ა) დანართ №1-ში:

ა.ა) წესდების 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 24. სკოლები, რომლებიც ახორციელებენ განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) და ქცევისა და ემოციური (ასოციალური, აგრესიული და დაუმორჩილებელი ქცევის განმეორებადი და მდგრადი გამოვლინება, რომელიც არ არის ფსიქოტური მდგომარეობის, გუნება-განწყობის ცვალებადობის ან სხვა დაავადებების თანმდევი სიმპტომი) დარღვევის მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს

დანართი  №4-ით და დანართი №6-ით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ განვითარების შეფერხების, სენსორული და ქცევისა და ემოციური დარღვევებისა მქონე, ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს.“;

ა. ბ) წესდების 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;

ბ) დანართი №4-ში და აღნიშნული დანართის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული თბილისის №201 საჯარო სკოლა ამოღებულ იქნეს;

გ) დანართი №5-ში და აღნიშნული დანართის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თელავის №10 სკოლა, სოფ. ბროწეულას სკოლა და მესტიის №3 სკოლა ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია