„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ" თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-23
სარეგისტრაციო კოდი
040110000.35.154.016048
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ" თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2011 წლის 18 მარტი

დ. თიანეთი

,,თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის   25  იანვრის  №4  დადგენილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად,

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის  25  იანვრის №4  დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან ბეს თანხის ოდენობას, ასევე ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ბეს თანხა შეადგენს ქონების საწყისი გასაყიდი ფასის 30%-ს, ბიჯი - 10%-ს, ბილეთის ფასი უძრავი ქონების შემთხვევაში შეადგენს 200 ლარს, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში ბილეთის ფასია 50 ლარი“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    საკრებულოს თავმჯდომარე  გ.წიკლაური

                                     

 

კრებსითი — სრული ვერსია