ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2011 წლის 18 მარტი
დ. ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებაში ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების 24-ე მუხლის:
ა)პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
1. საკრებულოს კომისიებია:
ა) სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია;
გ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და აგრარულ
საკითხთა კომისია;
დ) ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია;
ე) სოციალურ საკითხთა კომისია.“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №15 დადგენილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანის შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მელიქიძე