,,საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
38/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-03-17
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-24
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.016077
,,საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №38/ნ

2011 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საჯარო  სკოლებში სასწავლო წლისა   და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ”  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს საჯარო  სკოლებში სასწავლო წლისა   და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში (სსმ III, 09.09. 2010 წ., №114, მუხ. 1723) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის შესახებ”

2. ბრძანების  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად  განისაზღვროს  15 სექტემბერი,  ხოლო  დასრულების თარიღად  15 ივნისი;

3. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პირველი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდეს 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს,  სასწავლო წლის დასრულების თარიღი განისაზღვრება ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად”;

4. ბრძანების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი, მე–2, მე-3, მე-4  და მე-5 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული  სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების   თარიღები  შემდეგ შემთხვევებში:

ა) „ზოგადი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პილოტირების განხორციელებისას;

ბ)  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას (სტიქიური მოვლენები, მასობრივი არეულობები და სხვა), აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას”;

5. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

,,61 ამ ბრძანების  პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ვადები არ ვრცელდება  მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                                                    დ.  შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია