„თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4426-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-17
სარეგისტრაციო კოდი
360060000.05.001.016237
„თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 03.12.2007, მუხ. 375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თბილისის ეროვნული პარკის მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედების საფუძველზე.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2011 წლის 31 დეკემბრამდე გამოცემულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი „თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4426-Iს

          

კრებსითი — სრული ვერსია