„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-25
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.151.016032
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 

დადგენილება N13

2011 წლის 15 მარტი

დ. სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი სახის 121 და 122 პუნქტები:

     121 .მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებისა და მისთვის ხელშეწყობის საკითხებზე წინადადებების მომზადება, მათი მეთოდოლოგიური განზოგადოება და მისი განხორციელების კოორდინაცია.

   122 .მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტრანსპორტის მართვასა და მის ეფექტურ მუშაობაზე კონტროლი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობისათვის.

     მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                   გ. მალანია

 

კრებსითი — სრული ვერსია