საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის N1/2009 დადგენილებით დამტკიცებულ ”საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის” დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3/2011
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2011-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-16
სარეგისტრაციო კოდი
010340000.15.008.016006
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის N1/2009 დადგენილებით დამტკიცებულ ”საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის” დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №3/2011

2011 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის №1/2009 დადგენილებით დამტკიცებულ �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის� დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

�საქართველოს საარჩევნო კოდექსი� საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის �უ1� ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის №1/2009 დადგენილებით (სსმ III, 25.03.2009, №36, მუხ. 418) დამტკიცებულ �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ� დებულების 30-ე მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�4. სერტიფიკატი ძალას კარგავს, თუ სერტიფიკატის მფლობელი ტესტირების გავლიდან 5 წლის განმავლობაში ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 წლის ვადაში კვლავ არ დაიწყებს საქმიანობას:

ა)� საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და მის აპარატში;

ბ)� ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასა და მის აპარატში;

გ)� საოლქო საარჩევნო კომისიაში;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი � საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციის ფასილიტატორად ან/და ტრენერად.�

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე������� �������������� ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი �� ������������������ გ. მჭედლიძე

კრებსითი — სრული ვერსია