გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 9 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-24
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.161.016037
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 9 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვილებების შეტანის შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 14

2011წლის 14 მარტი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 9 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ემუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად , გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა :

    მუხლი 1

1. ამოღებულ იქნეს ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 თებერვლის №4 დადგენილების პრეამბულაში საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 38 -ე მუხლის მე -4 პუნქტის მითითება.

2. ამოღებულ იქნეს ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 თებერვლის №4 დადგენილებაში შემდეგი მუხლები:

ა) მე -2 მუხლის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტები;

ბ) მე -3 მუხლი 1 -ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;

გ) მე -4 მუხლის მე -5 პუნქტი;

დ) მე -7 მუხლი .

3. შეტანილ იქნეს ცვლილება ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 თებერვლის №4 დადგენილებაში, მე -3 მუხლის 1 -ლი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტში „ადმინისტრაციული მოსმენები“ -ს ნაცვლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110 -ე მუხლიდან გამომდინარე, მიეთითოს „ზეპირი მოსმენა“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.   

    მუხლი 3

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. გარდაბანი,                             დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე         გ. ფეიქრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია