“ატრაქციონების უსაფრთხოების წესების “ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/363
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-03-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-16
სარეგისტრაციო კოდი
040230000.22.024.016048
“ატრაქციონების უსაფრთხოების წესების “ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/3 63

2011 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

„ ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის № 1-1/ 753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ ატრაქციონების უსაფრთხოების წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის № 1-1/ 753 ბრძანებასა (სსმ III, 21.05.2007, № 71, მუხ. 773) და მითითებული ბრძანებით დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, „ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის № 77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:”.

2. წესების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. ატრაქციონების უსაფრთხოების წესები (შემდგომ – წესები) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხეობის უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომლებიც აპროექტებენ, ამზადებენ, აშენებენ (ამონტაჟებენ) და ექსპლუატაციას უწევენ ატრაქციონებს” .

4. წესების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციისა (შემდგომ – ინსპექცია) და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოების (შემდგომ – შესაბამისი ორგანოები) საზედამ ხედველო სფეროს განეკუთვნება რთული საინჟინრო კონსტრუქციის ატრაქციონები.”.

5. წესების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. მუშაობის დაწყებამდე „ წესების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ატრაქციონები ექვემდებარება ინსპექციაში ან შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციას“ .

6. წესების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 4. ინსპექციაში ან შესაბამის ორგანოებში საქარხნო პასპორტის არმქონე ატრაქციონის რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ შედგენილი პასპორტის საფუძველზე. მისი შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) ატრაქციონის ან მისი ცალკეული ელემენტების სიმტკიცისა და მდგრადობის გაანგარიშებაზე დამყარებული დასკვნა;

ბ) ლითონკონსტრუქციის მასალის ქიმიური ანალიზის და მექნიკური თვისებების შესახებ დასკვნა;

გ) ლითონკონსტრუქციის მდგრადობის და შენადუღ შეერთებათა ხარისხის დამადასტურებელი აქტი“ .

7. წესების 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

კრებსითი — სრული ვერსია