„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტმბრის №11/2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3/4
მიმღები ორგანო
მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-17
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.159.016032
„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტმბრის №11/2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3/4

2011 წლის 11 მარტი

ქ. მარნეული

„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 08  სექტმბრის №11/2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 08  სექტმბრის №11|2 დადგენილებაში   შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

    მუხლი 1.

„1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი მოადგილე – აგრონომი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.“.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                        ი. ქერიმოვი

კრებსითი — სრული ვერსია