საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2003 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/138,171,179,209

დოკუმენტის ტიპი
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
1/1/138,171,179,209
მიმღები ორგანო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი
2003-02-26
გამოქვეყნების თარიღი
2003-03-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2003 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/138,171,179,209

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/1/138,171,179,209

საქართველოს სახელით

თბილისი, 2003 წლის 26 თებერვლის

(ამონარიდი)

 

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

 

I. დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების – ირაკლი ლეკვეიშვილის, კობა გოცირიძის, კობა კობახიძის და საქართველოს სახალხო დამცველის ნანა დევდარიანის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 852 მუხლის პირველი პუნქტი;

II. ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 852 მუხლის პირველი პუნქტი იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;

III. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით ეს გადაწყვეტილება აღსრულდეს 2003 წლის 1 ივნისამდე;

IV. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;

V. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;

VI. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;

VII. გადაწყვეტილება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.

ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე)

ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი)

იაკობ ფუტკარაძე

ნიკოლოზ შაშკინი

 

კრებსითი — სრული ვერსია