ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 8
2011 წლის 7 მარტი
დ. ჩხოროწყუ
„აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
შეტანილ იქნეს „აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის №36 დადგენილებაში შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (№3 დანართი თან ერთვის).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა
დანართი
| ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
№ _____________ (ფორმა) ეძლევა _________________________________________________________________ (მესაკუთრე და მისი მისამართი) _________________________________________________________________მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში ___________________________________________ (ქონების დასახელება და მისამართი) _________________________________________________________________ (პირობა) მიწის ფართობი _____________ _______________________________________ (კვ.მ) (მიწათსარგებლობის ფორმა) საფუძველი: ____________________________________________________ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის თარიღი და ნომერი __________________________ მოწმობა შედგენილია 4 ეგზემპლარად, ორი გადაეცემა _____________________________________________________________, (მესაკუთრის სახელი, გვარი / დასახელება)
რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო თითო ეგზემპლარი ინახება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში. მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. გაცემულია 20 წლის „_____________“__________________________ ბ.ა. |