„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-24
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.107.016045
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2011 წლის 7 მარტი

დ. ჩხოროწყუ   

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

შეტანილ იქნეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ივლისის №7 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ. გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს, ხელს აწერს შესყიდვების ხელშეკრულებებს; უფლებამოსილია გამარტივებული შესყიდვის პროცედურების განხორციელებისა და ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სახის ფინანსურ დოკუმენტაციებზე ხელის მოწერის უფლება მიანიჭოს გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                           გ. ლემონჯავა

კრებსითი — სრული ვერსია