„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
209
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-03-10
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-11
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016037
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №209

2011 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებით (სსმ III, 28.12.2007, №186, მუხ.2092) დამტკიცებული დანართი №27 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ი . მერაბიშვილი

დანართი № 27

  ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაცია (სამმართველო), საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო და რაიონული სამმართველოების საერთო განყოფილებები

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი)

სამმართველოს უფროსი

2160

სამმართველოს უფროსის მოადგილე , სამსახურის უფროსი

1700

სამსახურის უფროსის მოადგილე

1270

განყოფილების უფროსი

1210

განყოფილების უფროსის მოადგილე

1105

ქვეგანყოფილების უფროსი , განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი

1060

უფროსი ინსპექტორი , მთავარი სპეციალისტი

985

ინსპექტორი , წამყვანი სპეციალისტი

925

უმცროსი ინსპექტორი , სპეციალისტი

750

დამხმარე მოსამსახურე ( დამლაგებელი , მუშა - ხელოსანი )

325

 

კრებსითი — სრული ვერსია