"სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4213-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-10
სარეგისტრაციო კოდი
210020140.05.001.016172
"სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:

ა) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – საქართველოს დროშით მცურავი გემის რეგისტრაცია (ყოველწლიური მოსაკრებელი) – 80 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში დამატებული:

 

გემის საერთო ტევადობა

საფასური საერთო ტევადობის 1 ერთეულზე (GRT–ბრუტო (მოცულობითი) რეგისტრული ტონა)

<=500 (GRT)

1.7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში

501–5000 (GRT)

0.38 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში

5001–10000 (GRT)

0.22 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში

10001–50000 (GRT)

0.13 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში

 >=50000 (GRT)

0.07 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში

იახტები და კატარღები (სანაპირო ნაოსნობის)

250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში

იახტები და კატარღები (საოკეანო ნაოსნობის)

500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში

 

 

ბ) სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია:

ბ.ა) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის (750 კგ-მდე ასაფრენი მასით) და ვერტმფრენის რეგისტრაცია – 500 ლარი;

ბ.ბ) მსუბუქი საჰაერო ხომალდის (750 კგ-დან 5700 კგ-ის ჩათვლით ასაფრენი მასით) რეგისტრაცია – 1000 ლარი;

ბ.გ) მძიმე საჰაერო ხომალდის (5700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასით) რეგისტრაცია – 1500 ლარი;

ბ.დ) ამ ქვეპუნქტის „ბ.ა“–„ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჰაერო ხომალდის (ვერტმფრენის) რეგისტრაციის შემდეგ, მასზე ყოველწლიურად საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის საფასური – 500 ლარი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 თებერვალი.

№4213–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია