"სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4219-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-10
სარეგისტრაციო კოდი
200010000.05.001.016187
"სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“  საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58)       მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული  პირების – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                          მ.  სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 თებერვალი.

№4219–Iს

კრებსითი — სრული ვერსია