საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4223-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-10
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.016191
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1392 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1392. ტრანსპორტის შესაბამის სფეროში ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა

ტრანსპორტის სფეროში ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ შესაბამის სფეროში ნორმატიული აქტით (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტებისა) დადგენილი მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.“.

2. 239-ე მუხლის:

ა) 28-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი.“;

ბ) 47-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„47. ამ კოდექსის 1392 და 1393 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ხოლო 1394 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 თებერვალი.

№4223–Iს

კრებსითი — სრული ვერსია