საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-3/ნ
2011 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
„ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის № 37/ნ ბრძანებაში ცვლილებ ების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის № 37/ნ ბრძანებ ით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 16.07.2008, № 101, მუხ.1129) შევიდეს შემდეგი ცვლილებ ები და დამატებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ჰ5 ’’ ქვეპუნქტი;
„ ჰ5) სააგენტო ს სამართლებრივი უზრუნველყოფა, უცხო ქვეყნის შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობა , საზოგადოებასთან ურთიერთობა და ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა . “ ;
2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ზ “ ქვეპუნქტი:
„ ზ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური. “ ;
ბ) მე-2 პუნქტის „ ე “ და „ ი “ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნ ე ს;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„ 8 . სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის კომპეტენციაა:
ა) სააგენტო ს სამართლებრივი უზრუნველყოფა, ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობა;
გ) სააგენტოს ძირითად ფუნქციებთან და უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე უცხო ქვეყნის შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობის დამყარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და თანამშრომლობისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართელბრივი საკითხების კოორდინაცია . “.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნები დან მე-15 დღეს .
ა. ურუშაძე